logo
ENG



"ყველაზე მარტოსულ სპილოს" ნება დართეს, ზოოპარკი "უკეთესი ცხოვრებისთვის" დაეტოვებინა

06 სექ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
"ყველაზე მარტოსულ სპილოს" ნება დართეს, ზოოპარკი "უკეთესი ცხოვრებისთვის" დაეტოვებინა

სპილო, სახელად კაანი, რომელიც ცხოველთა დამცველებისთვის მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, პაკისტანის ზოოპარკმა, "გაათავისუფლა უკეთესი ცხოვრებისთვის". 

სპილო ამ ზოოპარკში 35 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. 

კაანს კამბოჯაში გადაიყვანენ. პანკისტანის ზოოპარკის მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ სპილო პარტნიორს გაიჩენს და თავს მარტოსულად აღარ იგრძნობს.

"კაანიმ, რომელმაც პარტნიორი 2012 წელს დაკარგა. ებრძოდა მარტოობას და ცუდი ცხოვრების პირობებს. და ამ ყველაფერმა მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა". - ამბობს Four Paws-ის სპიკერი მარტინ ბაუერი.

2016 წლიდან დღემდე ცხოველთა უფლებადამცველები ცდილობენ კაანს მდებარეობა შეუცვალონ, თუმცა მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება მისი კამბოჯაში გადაყვანა. 


close დახურვა